|
аутизм |
აუტიზმი წარმოადგენს ბავშვის ფსიქიკის მძიმე ანომალიას, რომლის მთავარი ნიშანია გარშემო მყოფებთან კონტაქტის დარღვევა, ემოციური სიცივე, ინტერესების პერვერსია, მოქმედებათა სტერეოტიპულობა. დაავადების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სადიაგნოსტიკო კრიტერიუმია სიმპტომების 2,5 წლამდე გამოვლენა. აუტიზმი იშვიათად გვხვდება - 10 000 ბავშვიდან 2-4-ია დაავადებული. ბიჭუნებში ის უფრო ხშირია. გვხვდება ნებისმიერ სოციალურ კლასში და ნებისმიერ ქვეყანაში. |