lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
вегетативная нервная система
ადამიანისა და ხერხემლიანი ცხოველების ნერვიული სისტემის ნაწილი, რომელიც არეგულირებს შინაგანი ორგანოების (საჭმლის მომნელებელი, სუნთქვის, სისხლის მიმოქცევის, გამრავლების, გამომყოფი და სხვ.) მოქმედებას, ნივთიერებათა ცვლის პროცესებს და შესაბამისად – ყველა ქსოვილის ფუნქციურ მდგომარეობას. ვეგეტატიური ნერვიული სისტემა შედგება პარასიმპათიკური (შუა და მოგრძო ტვინიდან და ზურგის ტვინის გავის ნაწილიდან გამოსული ბოჭკოები ქმნიან პარასიმპათიკურ ნერვულ სისტემას) და სიმპათიკური ( ზურგის ტვინის გულმკერდ-წელის ნაწილიდან გამოსული ბოჭკოები ქმნიან სიმპათიკურ ნერვულ სისტემას) ნერვული სისტემისაგან.