|
везикула |
(კნინ.) ბუშტუკი – კანის გამონაყარის ერთ-ერთი პირველადი მორფოლოგიური ელემენტი; ვითარდება ეპიდერმისში ექსკუდატის დაგროვების შედეგად. ვეზიკულა კანზე ამობურცული ფეტვის ან მუხუდოს მარცვლისოდენა წარმონაქმნია,შეიცავს გამჭვირვალე, უფრო იშვიათად მღვრიე ან სისხლნარევ შიგთავსს. გასკდომის შემდეგ ვეზიკულის ადგილას წარმოიქმნება ეროზია ან ქერქი, რომელიც ხმება. |