lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
гастрит
მწვავე გასტრიტი მწვავე გასტრიტს მრავალი მიზეზი აქვს: ამა თუ იმ ნივთიერების ან მედიკამენტის (ალკოჰოლის, ასპირინის) მავნე ზემოქმედება, მექანიკური გაღიზიანება, ანთების გამომწვევი ბაქტერია, ასევე - ორგანიზმის არაადეკვატური რეაქცია რომელიმე მძიმე დაავადების მიმართ. გასტრიტის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს სტრესი. ამ დროს კუჭის სისხლძარღვები ვიწროვდება და კუჭის კედელზე მარილმჟავები გაძლიერებულ ზემოქმედებას ახდენს. გასტრიტის დროს ანთება ზოგჯერ მხოლოდ კუჭის ლორწოვან გარსზე ვრცელდება, ზოგჯერ კი კუჭის მთელ სისქეს მოიცავს და კუნთებამდეც კი აღწევს. მწვავე გასტრიტი უმეტესად მწვავე გასტროენტეროკოლიტის ან გასტროენტერიტის სახით მიმდინარეობს. არსებობს მწვავე გასტრიტის რამდენიმე ფორმა: უბრალო, კოროზიული და ფლეგმონური. ყველაზე ხშირად პირველი ორი გვხვდება.