lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
глаукома
გლაუკომა თვალის ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც პერიოდულად იზრდება თვალშიგა წნევა, ზიანდება მხედველობის ნერვი და უარესდება თვალის სისხლით მომარაგება. თავდაპირველად ადამიანი უბრალოდ ცუდად ხედავს, შემდეგ ერღვევა პერიფერიული მხედველობა, თანდათან უმცირდება მხედველობის ველი... საბოლოოდ საქმე სრულ და განუკურნებელ სიბრმავემდე მიდის. გლაუკომის გამომწვევი მთავარი ფაქტორებია შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების  დაზიანება, ქრონიკული სტრესი და მემკვიდრეობითი განწყობა. რისკჯგუფს ქმნიან ასაკოვანი ადამიანები, კომპიუტერთან დიდხანს მომუშავე პირები და ისინი, ვისი პროფესიაც მუდმივ რისკსა და დიდ ფიზიკურ დატვირთვას უკავშირდება. მიმდინარეობა და სიმპტომები. გლაუკომის კლინიკური ნიშნებია: თვალშიგა წნევის მომატება, მხედველობის ნერვის გლაუკომური ატროფია, მხედველობითი ფუნქციების დაქვეითება. თვალშიგა წნევის მომატებისას, მეტწილად - დილაობით, ავადმყოფი ამჩნევს: