lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
заболевание
ავადმყოფობა - ორგანიზმის ცხოველმოქმედების დარღვევა გარეგანი ან შინაგანი განსაკუთრებული გამაღიზიანებლების გავლენით. ავადმყოფობის გამომწვევი გარეგანი გამაღიზიანებელი შეიძლება იყოს მექანიკური, ფიზიკური, ქიმიური, კვებითი, კლიმატური და სხვ.; ავადმყოფობის ხელშემწყობი შინაგანი ფაქტორებია ადამიანის კონსტიტუცია, მემკვიდრეობითობა და ა.შ. ავადმყოფობის წარმომშობი რამდენიმე ფაქტორიდან ერთ-ერთი მთავარია (მაგ., ტუბერკულიოზისათვის ტუბერკულიოზის მიკრობაქტერია), დანარჩენები კი (საყოფაცხოვრებო და პროფესიული პირობები, კვება, ადამიანის კონსტიტუცია და სხვ.) ორგანიზმის ავადმყოფობისადმი განწყობილება.