lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
изоляция, уединение, разобщение
(ნეოლოგ.ფრანგ.isolation განცალკავება, იზოლატორში მოთავსება) – 1.ცალკე გამოყოფა, გამიჯვნა; 2.გარემოსთან, ადამიანებთან ურთიერთობის საშუალების მოსპობა– გადამდები სნეულებით დაავადებულის ან დაავადებაზე ეჭვმიტანილი პირის გამოცალკავება ინფექციის გავრცელების ასაცილებლად. არსებობს ავადმყოფის იზოლაციის ორი ფორმა: ჰოსპიტალიზაცია ანუ საავადმყოფოში მოთავსება და იზოლაცია ბინაზე. ავადმყოფის ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში ტარდება ბინის საბოლოო დეზინფექცია, ხოლო ბინაზე ავადმყოფის იზოლაციის დროს მიმდინარე დეზინფექცია და სხვა აუცილებელი ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები.