lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
ламблиоз
ლამბლიოზი ბავშვებსა და ზრდასრულებს შორის მეტად გავრცელებული პროტოზოული ინფექციური დაავადებაა. მისი გამომწვევია შოლტისებრთა კლასის წარმომადგენელი - უმარტივესი ლამბლია (Lamblia Intestinalis Jiardia). ის ადამიანის ორგანიზმში გვხვდება ვეგეტაციური (აქტიური) და ცისტის (არააქტიური) სახით. ლამბლიები გავრცელებულია თითქმის ყველგან. ლამბლიოზით დაავადებული ადამიანი განავალთან ერთად დიდი რაოდენობით გამოყოფს ცისტებს (მაგალითად, ბავშვის ერთი გრამი ფეკალური მასა შესაძლოა 241800 ცისტას შეიცავდეს), რომლებიც ნესტიან გარემოში 66-70 დღეს ძლებენ. დადგენილია, რომ წყლის გასაწმენდად გამოყენებული ქლორის კონცენტრაცია ლამბლიების ცისტებს ვერ ანადგურებს. წინათ მიიჩნეოდა, რომ ადამიანი ინფექციის ერთადერთი რეზერვუარი იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ლამბლიები ძაღლების, კატებისა და თახვების ორგანიზმშიც პარაზიტობენ, თუმცა, გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ლამბლიებს სახეობასპეციფიკურობა ახასიათებთ, აქედან გამომდინარე, ცხოველის ლამბლიები ადამიანისთვის პათოგენურები არ არიან. ინფიცირება უმეტესად ლამბლიების ცისტებით დაბინძურებული წყლისა და საკვების მეშვეობით ხდება. ლამბლიები შესაძლოა გადაედოს ადამიანისგან ადამიანს გარემომცველი საგნების ფეკალიებით დაბინძურების შემთხვევაში. ინფიცირება ხდება ფეკალურ-ორალური გზით. საინკუბაციო პერიოდი შეადგენს 1-2 კვირას. იმის გათვალისწინებით, რომ ლამბლიის ცისტები მეტად გამძლენი არიან გარეგანი ზემოქმედების მიმართ, პირადი ჰიგიენის დაუცველობის შემთხვევაში დასნებოვნების ალბათობა დიდია. არსებობს ნაწლავური, ჰეპატობილიარული და შერეული ფორმის ლამბლიოზი. სამივე ფორმის პათოგენეზის ძირითადი რგოლების თანამიმდევრობა შეიძლება ამგვარად წარმოვიდგინოთ: