|
лейкопоез, образование лейкоцитов |
(ბერძნ.leukos თეთრი, poieo წარმოვქმნი)– სისხლის თეთრი სხეულაკების – ლეიკოციტების წარმოქმნის პროცესი. ლეიკოპოეზის სტადიებია გრანულოციტებისთვის: მიელობლასტი, პრომიელოციტი, მიელოციტი, მეტამიელოციტი. მიელობლასტის მომწიფებისას წარმოიქმნება ნეიტროფილური, ეოზინოფილური და ბაზოფილური მიელოციტები, შემდგომ კი – შესაბამისი გრანულოციტები; აგრანულოციტებისთვის: მონობლასტი, პრომონოციტი, მონოციტი და ლიმფობლასტი, პროლიმფოციტი, ლიმფოციტი. |