|
лейкоцит |
(ბერძნ. leukos თეთრი, kytos უჯრედი)– სისხლის თეთრი სხეულაკი. ადამიანის სისხლი შეიცავს 4,0 –8,8∙109/ ლ ლეიკოციტს. ლეიკოციტის უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა ორგანიზმის დაცვა სისხლსა და ქსოვილებში შეჭრილი მიკროორგანიზმებისაგან. ლეიკოციტები იყოფა ორ დიდ ჯგუფად: მარცვლოვან, ანუ გრანულოციტებად და უმარცვლო, ანუ აგრანულოციტებად. გრანულოციტები, თავის მხრივ იყოფა სამ ჯგუფად: ეოზინოფილებად, ბაზოფილებად და ნეიტროფილებად. აგრანულოციტებს ეკუთვნის მონოციტები და ლიმფოციტები. |