lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
лепра, проказа
(ბერძნ.) კეთრი – მძიმე ქრონიკული დაავადება, ცნობილია უძველესი დროიდან; გამომწვევია ჰანზენის ჩხირები. კეთრის ინკუბაციური პერიოდი საშუალოდ 3–5 წელია, მაგრამ შეიძლება იყოს უფრო ხანგრძლივიც 10 წლამდე. არჩევენ კეთრის ორ ძირითად ფორმას: ხორკლისებრს, ანუ კვანძოვანს (კანის) და ანესთეზიურ ლაქისებრს (ნერვული); კვანძოვანი ფორმის დამახასიათებელია სახესა ან კიდურებზე ხორკლები ან კვანძები. გრანულაციური ქსოვილის განვითარების გამო კვანძები წარმოიქმნება კანსა და კანქვეშა ქსოვილში, აგრეთვე საყლაპავი მილის, ხორხის, პირის ლორწოვან გარსებსა და თვალის რქოვანაზე. ამიტომ ავადმყოფის დამახინჯებული სახე ლომის სახეს წააგავს. კეთრის ნერვული ფორმის შემთხვევაში ცენტრალური ნერვული სისტემა და პერიფერიული ნერვები ზიანდება. სხეულის ცალკეული უბნები კარგავს მგრძნობელობას; ირღვევა მათი კვაბა, წარმოიქმნება ტროფიკული წყლულები, რომლებსაც ხშირად დაზიანებული უბნების ნეკროზი და მოვარდნა მოჰყვება.