lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
лимфостаз
ლიმფოსტაზი არის ლიმფის ცირკულაციის მოშლა, რომელიც ლიმფური სადინარების დახშობის შედეგად ვითარდება. შეგუბების ადგილას სხეული შუპდება (უმეტესად - ხელ-ფეხი, იშვიათად - გარეგანი სასქესო ორგანოები). უჯრედშორის სივრცეში გროვდება უჯრედის ცხოველქმედების პროდუქტები (დაშლილი ლიპიდების, ცილებისა და სხვათა ფრაგმენტები), რომლებიც თანდათან ეზრდება შემაერთებელი ქსოვილის ბოჭკოებს. ამ პროცესს ფიბროზი ეწოდება. კიდურები დიდდება, დეფორმირდება, უჩნდება ნაკეცები. კანი შრება და ხშირად სკდება, ჭრილობებში ადვილად აღწევს ინფექცია, რის შედეგადაც ვითარდება კანის (წითელი ქარი) და ლიმფური სადინარების (ლიმფანგიტი) ანთება. შედეგად ლიმფის მიმოქცევა უფრო მეტად რთულდება, იზრდება შინაგანი წნევა, რაც ლიმფის შეგუბებას უწყობს ხელს. ყალიბდება მანკიერი წრე: ლიმფოსტაზი (ლიმფის მიმოქცევის დარღვევა) - ქსოვილოვანი ნაგვის დაგროვება - ფიბროზი - ლიმფის მიმოქცევის მკვეთრი დარღვევა და შინაგანი წნევის მატება - ლიმფოსტაზი. ლიმფის ცირკულაციის დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს: