|
нанизм, карликовость, карликовый рост |
(ბერძნ. nanos ჯუჯა, ქონდრისკაცი, -ismus მდგომარეობა) - არანორმალურად პატარა სიმაღლე (მოზრდილი ადამიანის: ქალისა - 120 სმ-ზე ნაკლები, მამაკაცისა - 130 სმ-ზე ნაკლები), რაც გამოწვეულია შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფუნქციის მოშლით. ჰიპოფიზური ნანიზმის დროს სხეულის ყველა ნაწილი განვითარებულია, მაგრამ პატარაა; გონებრივი განვითარება ნორმალურია. ინფანტილური ნანიზმის დროს ყველა ორგანო და ფუნქცია ბავშვის განვითარების დონეზე რჩება. |