|
нефрит, воспаление почек |
(ბერძნ. nephros თირკმელი, -itis ანთება) – თირკმლის ანთება. არჩევენ : 1. დიფუზიურ გლომერულონეფრიტი, რომლის მწვავე ფორმა მიმდინარეობს ჰიპერტონიით, შეშუპებით, ჰემატურიით და სუსტად გამოხატული ალბუმინურიით, ქრონიკული ფორმა კი თირკმლების პროგრესირებადი ანთებაა, რასაც მოჰყვება თირკმლების უკმარისობა; 2 კეროვანი ნეფრიტი, როდესაც ანთებითი პროცესი შემოფარგლულია; ახასიათებს მკაფიოდ გამოხატული ჰემატურია და მცირეოდენი ალბუმინურია, შეშუპებისა და ჰიპერტონიის გარეშე. |