|
опистотонус |
[ბერძნ.opisthe(n) უკან, შემდეგ, tonos დაძაბვა] - ხერხემლის, კისრისა და თავის, ზოგჯერ ქვედა კიდურათა გამშლელების ტონური კრუნჩხვები; ახასიათებს თავის გადახრა უკან, ხოლო ხერხემლის წინ გამოდრეკა. გამოხატული ოპისთოტონუსის დროს ავადმყოფი საწოლს ეხება მხოლოდ თავით და დუნდულებით ან ქუსლებით. გვხვდება ტეტანუსუს, სტრიქნინით მოწამვლის, ისტერიისა და ეპილეფსიის დროს. |