სიფილისის პირველადი პერიოდის ხანგრძლივობა დაახლოებით 45 დღეა. ინფექციის შეჭრის ადგილას ვითარდება მაგარი შანკრი მკვრივი კონსისტენციის, სადაზედაპირიანი, მოძრავი და უმტკივნეულო წყლული. 5–7 დღის შემდეგ შანკრთან ახლომდებარე ლიმფური კვანძები შესივდება. ზოგჯერ ამას დაერთვის საერთო სისუსტე, თავის, ძვალ–სახსართა და კუნტების ტკივილი, განსაკუთრებით ღამით. შანკრის განვითარებიდან პირველი სამი კვირის განმავლობაში სისხლის სეროლოგიური რეაქციები (ვასერმანისა და სხვ.) უარყოფითია. მომდევნო 3–4 კვირის შემდეგ კი – დადებითი. ამპერიოდის დასასრულს ახასიათებს ყველა ლიმფური კვანძის უმტკივნეულო შესივება. თუ ავადმყოფი არ მკურნალობს ვითარდება სიფილისის მეორეული პერიოდი. |