|
пульс альтернируючий |
[ლათ.pulsus იხ. პულსი, alternans მონაცვლეობითი, ცვალებადი(აწმყ. მიმღ. ლათ. ზმნ. alterno მონაცვლებით ვაკეთებ, ვიცვლები)] – გულის რიტმის დარღვევის იშვიათი ფორმა, როდესაც ერთიმეორეს ენაცვლება ძლიერი და სუსტი ძგერა. აღინიშნება მიოკარდიუმის ორგანული დაავადების, აგრათვე სისხლის წნევის მომატებისას. |