|
синкинезия, содружественное движение |
[ბერძნ.syn-თან(ა), kinesis მოძრაობა] – შეუღლებული მოძრაობა, უნებლიე მოძრაობა, რომელიც ერთვის აქტიურ ნებით მოძრაობას. არჩევენ ფიზიოლოგიურ და პათოლოგიურ სინკინეზიას. პირველის მაგალითია სიარულის დროს ფეხებისა და სხეულის მოძრაობის პარალელურად ხელების მოძრაობა. პათოლოგიური სინკენეზია გვხვდება ჰემიპლეგიის, ქორეაათეტოზის, მხედველობის ბორცვებისა და დიდი ჰემისფეროების თხემის წილის სხვადასხვა ხასიათის დაზიანების დროს. |