|
сон |
ცხოველისა და ადამიანის ორგანიზმის მოსვენების პერიოდული მდგომარეობა; ახასიათებს ნერვული სისტემის, კერძოდ, თავის ტვინის დიდი ჰემისფეროების ქერქის აქტივობის დაქვეითება და გარემოსთან კონტაქტის შეწყვეტა. ბუნებრივი - ფიზიოლოგიური ძილის გარდა არჩევენ ნარკოზულ ძილს, რრომელიც ვითარდება ნარკოზის პირობებში და საძილე სააშუალებათა მიღების შედეგად, ჰიპნოზურ ძილსა და პათოლოგიურ ძილს, როგორიც არის საღათას ძილი ეპიდემიური ლეთარგიული ენცეფალიტის შემთხვევებში და სხვ. |