|
стоматит |
[ბერძნ. stoma (ნათ.stomatos ) პირი, -itis ანთება] – პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება. ანთებითი პროცესის ლოკალიზაციის მიხედვით სტომატიტი იყოფა: 1. ანთებად რომელიც ღრძილებზე ლოკალიზდება – გინგივიტი. 2. ღრძილის დვრილების ანთებად – პაპილიტი; 3. ტუჩების ანთებად – ჰეილიტი; 4. ენის ანთებად – გლოსიტი; 5. სასის ანთებად – პალატინიტი. |