|
фебрис ремиттенс, ремиттируюшая лихорадка, ослабляюшая лихорадка |
[ლათ.febris იხ. ფებრის, remittens შენელებითი (მიმღ. ლათ. ზმნ.) remitto უკან ვგზავნი მოვაკლებ] – ხანგანელებითი ცხელება, ტემპერატურის დღეღამური ცვალებადობა აღემატება 1°–ს, მაგრამ არა უმეტეს 1,5°–ს, ამასთან მინიმალური ტემპერატურა ნორმამდე არ ეცემა. ასეთი ტემპერატურა ახასიათებს კეროვან პნევმონიას, ჩირქოვან და სეფსისურ პროცესებს, ფილტვების ტუბერკულოზს. |