|
формация ретикулярная, сетевидное образование |
ტვინის ღეროს ცენტრალურ ნაწილში ანატომიურად გამოყოფილი წარმონაქმნი, შედგება სხვადასხვა ტიპისა და ზომის უჯრედთა დიფუზიური გროვებისგან, რადგანაც ამ არეში ნერვული ქსოვილის გარეგანი შესახედაობა წააგავს ბადეს, მას ბადისებრი, ანუ რეტიკულური ფორმაცია უწოდეს. დადგენილია, რომ რეტიკულურ ფორმაციას დიდი მნიშვნელობა აქვს ცენტრალური ნერვული სისტემის ყველა განყოფილების აგზნებადობისა და ტონუსის რეგულაციისთვის. |