|
экзема |
(ბერძნ. ekzeo ვდუღდები) - კანის ანთებითი არაგადამდები დაავადება; იწვევს სხვადასხვა გარეგანი ან შინაგანი ფაქტორი. მის პათოგენეზს ნევროგენული და ალერგიული მექანიზმებით ხსნიან. განარჩევენ ჭეშმარიტ, კონტაქტურ და მიკრობულ ეგზემას. დამახასიათებელია გამონაყარი, ბუშტუკები, ჩირქგროვა, ქავილი. მკურნალობა: ზოგადი - უმეტესადსადესენსიბილაციო საშუალებანი - სხვადასხვა საფენი და მალამო. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა კვების რეჟიმს და კუჭ-ნაწლავის მოქმედებას. |