lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
энцефалит, воспаление головного мозга
(ბერძნ. enkephalos თავის ტვინი, -itis ანთება) – თავის ტვინის ანთება, ინფექციური დაავადება, რომელიც ვითარდება თავის ტვინში ვირუსის მოხვედრის შედეგად. განარჩევენ პირველად (იწვევს ფილტრში გამავალი ნეიროტროპული ვირუსი) და მეორეულ ენცეფალიტს, რომელიც შეიძლება განვითარდეს მწვავე ან ქრონიკული ინფექციური დაავადების (გრიპის, ტიფის, წითელას, ქუნთრუშის, ცოფისა და სხვ.) ან ინტოქსიკაციის (მაგ. ბოტულიზმის ) შედეგად. ენცეფალიტის დროს ანთებითი პროცესი ვითარდება ცენტრალური ნერვული სისტემის სხვადასხვა ნაწილში. მკურნალობა: მწვავე სტადიაში – ჰოსპიტალიზაცია, ანტიბიოტიკები, ქალასშიგა წნევის დამწევი საშუალებანი, ანტიჰისტამინური პრეპარატები, საგულე საშუალებანი და სხვ.