|
энцефалография |
(ბერძნ.enkephalos თავის ტვინი, grapho ვწერ) – რენტგენის სხივებით თავის ტვინის გამოკვლევის მეთოდი. ენცეფალოგრაფიის დროს ზურგის ტვინის არხიდან წინასწარ უშვებენ თავ-ზურგტვინის სითხის ნაწილს და მის ნაცვლად შეჰყავთ რაიმე კონტრასტული ნივთიერება (ჰაერი, ჟანგბადი და სხვ.), ენცეფალოგრაფიას მიმართავენ თავის ტვინში აბსცესის, სიმსივნის, არაქნოიდიტის, უცხო სხეულისა და სხვათა გამოსავლენად. |