[erythros წითელი haima(haema) სისხლი, poly ბევრი kytos უჯრედი, vera ჭეშმარიტი, ნამდვილი] – ქრონიკული ლეიკოზის ერთ–ერთი ფორმა. უმეტესად ავადდებიან 35–65 წლის მამაკაცები. დაავადება იწყება თანდათანობით. ახასიათებს არტერიული წნევის მომატება, თავის ტკივილი, თავბრუ, თავში სისხლის მოწოლის შეგრძნება, ქოშინი, შუილი ყურებში, კანის სიწითლე მოლურჯო ელფერით, ელენთისა და ღვიძლის გადიდება, სისხლში ჰემოგლობინის რაოდენობა 20–25გ/ლ–ს აღწევს. ერითროციტების რაოდენობა მატულობს 6–8∙1021ლ–მდე, ლეიკოციტებისა და თრომბოციტების რაოდენობაც იზრდება, სისხლის სიბლანტე მომატებულია. ერითროციტების დალექვის სიჩქარე შენელებული |