|
эритропоэз, образование эритроцитов |
(ბერძნ.erythros წითელი, poieo წარმოვქმნი) – სისხლის წითელი სხეულაკების – ერითროციტების – წარმოქმნის პროცესი. ერითროპოეზის ყველაზე ახალგაზრდა წინამორბედია პროერითრობლასტი, შემდეგ ბაზოფილური ერითრობლასტი, პოლიქრომატოფილური ერითრობლასტი, აციდოფილური ერითრობლასტი, რასაც მოსდევს სისხლის რეტიკულოციტი და ერითროციტი. |