lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
дифтерия
(ბერძნ. diphthera გარსი, აპკი) - მწვავე ინფექციური, უპირატესად ბავშვთა ასაკის დაავადება. ახასიათებს ინფექციის შეჭრის ადგილზე ანთებითი პროცესის განვითარება და მკვრივი ფენოვანი ნადების წარმოქმნა, ორგანიზმის მძიმე ინტოქსიკაცია. ყველაზე მეტად გავრცელებულია ხახის დიფთერია, შედარებით ნაკლები ხორხისა, სხვა ფორმები იშვიათია. დიფთერია გვხვდება სპორადულად ან ეპიდემიურად.