lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
мезентерий, мезентериум, брыжейка
(BNA, PNA)=mesostenium (INA), (ბერძნ. mesos შუა, enteron ნაწლავი) – უპირატესად ამ ტერმინით აღნიშნავენ პერიტონეუმის ორ ფურცელს (დუპლიკატურას), რომელთა თავისუფალ წინა კიდეში მდებარეობს წვრილი ნაწლავის ორი ნაწილი – მლივი და თეძოს ნაწლავები, უფრო მოკლე უკანა კიდე,  ე.წ. ჯორჯლის ფესვი კი მიმაგრებულია ხერხემალთან. ჯორჯლის ფურცლებს შორის მდებარეობს ჯორჯლის არტერიები, ვენები და მათი მრავალი ტოტი, ლიმფური კვანძები და ლიმფური ძარღვები, ნერვები, ცხიმოვანი და ფაშარი შემაერთებელი ქსოვილი.