lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
неврастения
[ბერძნ.neuron ნერვი, astheneia (asthenia) სისუსტე] – ნევროზის ერთ–ერთი ფორმა,  ნერვული სისტემის ფუნქციური ხასიათის დარღვევა, მეტისმეტი გადაღლის, დაუძლურების ან ნერვული სისტემის ხანგრძლივი და ძლიერი დაძაბვის შედეგად; მისი ძირითადი თავისებურებაა ე.წ. გაღიზიანებათა სისუსტე: სრულიად უმნიშვნელო ფაქტის გამო ძლიერი აფექტური აგზნება, რაც სწრაფად ქრება და ხშირად გადადის გუნებ-განწყობილების მკვეთრ დაქვეითებაში. დამახასიათებელია სწრაფი დაღლა, თავის ტკივილი, უფრო ხშირად სიმძიმის შემოჭერის (ე.წ. ნევრასთენით შეპყრობილთა მუზარადი) შეგრძნება თავში, ცუდი ძილი და სხვ.