lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
ревматизм
[ბერძნ. rheumatismos მიმოღვრა (სხეულზე) რევმატიზმი] – ორგანიზმის შემაერთებელი ქსოვილის (უპირატესად გულსისხლძარღვთა სისტემის) ავტოიმუნური დაზიანებით მიმდინარე ინფექციურ – ალერგიული დაავადება. ეტიოლოგია არ არის დადგენილი. ის დაკავშირებულია A ჯგუფის ჰემოლიზურ სტრეპტოკოკთან. დაავადება უფრო ხშირად ბავშვობასა და ანახალგაზრდა ასაკში იწყება. კლინიკური მოვლენები დამოკიდებულია რევმატიზმის ფორმაზე, გულის დაზიანება რევმატიზმის მთავარი გამოვლინებაა. პრაქტიკულად  რევმატული მიოკარდიტი ყველა ავადმყოფს აქვს. პოლიართრიტი აქვს რევმატიზმიან ავადმყოფთა დაახლოებით ნახევარს. რევმატული სეროზიტიდან ყველაზე ხშირია მშრალი და ექსუდაციური პლევრითი. რევმატიზმის აქტიურ ფაზაში შეიძლება იყოს კანის გამონაყარი. ხშირია თირკმლის პარენქიმის დაზიანების სიმპტომები, ცენტრალური ნერვული სისტემის რევმატული დაზიანება.