lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
вторичный период сифилиса
სიფილისის მეორეული პერიოდის დროს ინფექციის გენერალიზაცია – სისხლითა და ლიმფით მკრთალი ტრეპონემები მთელ ორგანიზმში ვრცელდება. კანსა და ლორწოვან გარსზე ვითარდება სხვადასხვა ზომის, ფორმისა და ფერის გამონაყარი, რომელიც შეიძლება თავისთავად გაქრეს ან ისევ განმეორდეს გარკვეული დროის შემდეგ. მოჩვენებითი გამოჯანსარებისა და ავადმყოფობის შებრუნების – რეციდივის პერიოდები ერთმანეთს ენაცვლება. ავადმყოფს შეიძლება დაუზიანდეს ძვლები, შინაგანი და გრძნობის ორგანოები, ნერვული სისტემა, გასცვივდეს თმა და სხვ., ეს პერიოდი სხვადასხვა ხანგრძლივობისაა. ზოგჯერ შეიძლება რამდენიმე წელიც გასტანოს.