lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
стресс
(ინგლ.) დაძაბვა, დაჭიმულობა – ძლიერი გამღიზიანებლის (ინტოქსიკაციის , ინფექციის, ძლიერი განცდის, სისხლის დაკარგვის, მაიონიზებელი გამოსხივების, ტრავმისა და სხვ.) მოქმედების შედეგად ორგანიზმში, წონასწორობის დარღვევა, რასაც შეუძლია გამოიწვიოს რთული დაცვითი რეაქციების კომპლექსი – ადაპტაციური სინდრომი (ცნება შემოიღო კანადელმა მეცნიერმა ჰ. სელიემ 1936წ.) განარჩევენ სამ სტადიას პირველი განგაშის სტადიაა, როდესაც არაკეთილსასურველი ფაქტორები იწყებს მოქმედებას და აღინიშნება ადრენალინის, ადრენოკორტიკოტროპული ფორმონისა და გლუკოკორტიკოიდების გაძლიერებული სეკრეცია; მეორე, ე.წ. რეზისტენტობის სტადიაში სისხლში არსებული გლუკოკორტიკოიდების მომატებული რაოდენობა იწვევს არაკეთილსასურველი ზემოქმედების მიმართ ორგანიზმის გამძლეობის განვითარებას; მესამე – გამოფიტვის სტადიაში თირკმელსზედა ჯირკვლები წყვეტს საკმაო რაოდენობით გლუკოკორტიკოიდების გამოყოფას (ისინი, სელიეს მიხედვით, დაცვითი ჰორმონებია) და ორგანიზმის მდგომარეობა მძიმდება.