lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
тиф брюшной
[ბერძნ.typhus იხ. ტიფი ლათ. abdomen (ნათ.abdominis ) მუცელი] – მწვავე ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს მუცლის ტიფის ჩხირები. დაავადების პირველ კვირას აღინიშნება პეიერის ბალთების ინფილტრაცია, ტემპერატურის თანდათანობით აწევა, საერთო ღონემიხდილობა და სხვ.; მეორე კვირას  – ელენტის გადიდება, მუდმივი ცხელება, პულსის შენელება, როზეოლური გამონაყარი, დაბინდული ცნობიერება, მშრალი ენა, ლეიკოპენია ლიმფოციტოზით და ვიდალის დადებითი რეაქცია; მესამე კვირას – საერთო მდგომარეობის გაუმჯობესება, მაგრამ მოსალოდნელია გართულებანიც ნაწლავებში (სისხლჩაქცევებისა და ნაწლავთა პერფორაციის სახით ა.შ.).