lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
СПИД, синдром приобретенного иммунного дефицита
(ინგლ.) - პირველად რეგისტრირებულია აშშ-ში 1981 წელს. 1983 წელს დაადგინეს, რომ დაავადებას იწვევს T-ლიმფოციტოტროპული რეტროვირუსი LAV/HTLV-III, რომელიც გადაეცემა სქესობრივი გზით, არასტერილური ნემსებითა და ინსტრუმენტებით, სისხლისა და სისხლის კომპონენტების გადასხმით, ნაყოფის მუცლადყოფნის პერიოდში. დაავადების ინკუბაციური პერიოდი რამდენიმე თვიდან 5-6 წლამდეა (დაკვირვების ვადის მიხედვით). შიდსის კლინიკური გამოვლინება იმდენად მრავალფეროვანია, რომ მისი დიაგნოსტიკა მხოლოდ კლინიკური სურათის მიხედვით თითქმის შეუძლებელია, ამიტომ აუცილებელია ავადმყოფის იმუნოლოგიური გამოკვლევა. ჯერ არ არის შემუშვებული შიდსის საწინააღმდეგო სპეციფიკური მკურნალობა და პროფილაქტიკა (ვაქცინაცია). სამკურნალოდ იყენებენ სიმსივნის და ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებებს, იმუნომოდულატორებს. აღნიშნული საშუალებებით მკურნალობა ხელს უწყობს ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებას.