lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
Горицвет весенний
სამკურნალო ადონისი ანუ ყვითელი ცხვირისსატეხელა განეკუთვნება ბაიასებრთა ოჯახს. ის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა რუხი, მრავალმუხლიანი ფესურით, რომლიდანაც იზრდება რამდენიმე მარტივი ღერო. ღეროები ხშირფოთლიანია და მხოლოდ ქვედა ნაწილში არის შიშველი. ფესვთანური ფოთლები გადაქცეულია რუხ ქერცლად. ღეროს ფოთლები ძირთან ნახევრად ღერომხვევია, მორიგეობითი, შიშველი, თათისებრ განკვეთილი. ამათგან ორი უფრო მოკლეა, ფრთისებრგანკვეთილი, დანარჩენი სამი კი თითქმის ერთნაირი სიდიდისაა, ორგზის ფრთაგანკვეთილი.