lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
аборт, выкидыш
აბორტი არის ორსულობის ნაადრევი შეწყვეტა და საშვილოსნოდან ნაყოფის გამოძევება ორსულობის 28-ე კვირის დასრულებამდე. გამოძევებული ნაყოფი უმეტესად სიცოცხლისუუნაროა. თუ ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის დახმარებით მას სიცოცხლე შეუნარჩუნეს, მაშინ ორსულობის შეწყვეტას ნაადრევ მშობიარობად განიხილავენ. განასხვავებენ ადრეულ (მე-16 კვირის ჩათვლით) და გვიან (მე-17-დან 28-ე კვირამდე), ხელოვნურ და სპონტანურ (თვითნებურ) აბორტს. თუ თვითნებური აბორტი ორჯერ ან მეტჯერ განვითარდა, ლაპარაკობენ ჩვეულ აბორტზე.