lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
аппендикулярный абсцесс
აპენდიკულარული აბსცესი არის მუცლის აპკის შემოფარგლული ჩირქოვანი ანთება, რომელიც მწვავე აპენდიციტის გართულების გამო ჭიანაწლავში მიმდინარე პროცესების შედეგია. აპენდიკულარული აბსცესი მარჯვენა თეძოს ღრმულში ან მცირე მენჯის ღრუს სხვა ადგილებზე მდებარეობს. აბსცესის ღრუ ყალიბდება მუცლის აპკის შეწებების, ნაწლავის კიდეებზე, ჯორჯალსა და ბადექონზე შეზრდის შედეგად. აპენდიკულარულ აბსცესს ახასიათებს ძლიერი ტკივილი მარჯვენა თეძოს არეში ან მუცლის ქვემოთა ნაწილში, მტკივნეული, მაგარი, ელასტიკური ინფილტრატი, რომელიც ცენტრში ზოგჯერ რბილდება, ტემპერატურის მომატება, ღებინება. დიაგნოზის დასმას აადვილებს სწორი ნაწლავიდან ან საშოდან გასინჯვა. ჩირქგროვა შესაძლოა გაიხსნას: