lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
вывих
ამოვარდნილობა ნიშნავს სახსარში მონათესავე ძვლების სასახსრე ზედაპირების ერთმანეთისგან სრულ ან ნაწილობრივ დაცილებას. თუ სასახსრე ბოლოები მთლიანად არის დაცილებული (ანუ არ ეხება) ერთმანეთს, ამოვარდნილობა სრულია, ხოლო თუ ნაწილობრივ მაინც ეხება - არასრული. უკანასკნელ ფორმას ქვეამოვარდნილობასაც უწოდებენ. ამოვარდნილობას თან სდევს სასახსრე პარკის დაზიანება. სახსრიდან დისტალურად მდებარე ძვლის ამოვარდნის მიხედვით საუბრობენ მხრის (და არა მხრის სახსრის), ბარძაყის (და არა ბარძაყის სახსრის), სხივის, იდაყვის, დიდი წვივის და ა. შ. ამოვარდნილობაზე. ამოვარდნილობა შეიძლება იყოს თანდაყოლილიც (ვითარდება ნაყოფის მუცლადყოფნის პრიოდში) და შეძენილიც. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, შეიძლება იყოს ტრავმულიც და პათოლოგიურიც. პათოლოგიურ ამოვარდნილობას იწვევს სახსარში მიმდინარე პათოლოგიური პროცესი - ტუბერკულოზი, მწვავე და ქრონიკული ჩირქოვანი ანთება, სახსრის მამოძრავებელი კუნთის დამბლა, სიმსივნე და სხვა.