lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
ангина
ანგინა ანუ მწვავე ტონზილიტი სასის ნუშისებრი ჯირკვლების ანთებაა. ის საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა: მოზრდილებში ავადობა 4-5%-ს შეადგენს, ბავშვებში - დაახლოებით 6%-ს. ანგინა შესაძლოა გამოიწვიოს მიკრობმა, ვირუსმა, სოკომ. ყველაზე გავრცელებული გამომწვევია A ჯგუფის ბ-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი. ხშირია ოქროსფერი სტაფილოკოკით გამოწვეული ფორმაც. წარმოშობის ხასიათის მიხედვით განასხვავებენ ანგინის სამ ფორმას: