lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
диабет несахарный
უშაქრო დიაბეტი წარმოადგენს ანტიდიურეზიული ჰორმონის ვაზოპრესინის სრული ან შედარებითი დეფიციტით განპირობებულ დაავადებას, რომელსაც ახასიათებს პოლიურია (ხშირი შარდვა) და პოლიდიფსია (გაძლიერებული წყურვილი). ვაზოპრესინი წარმოიქმნება ჰიპოფიზის უკანა წილში და განაგებს წყლის რეაბსორბციას (შეწოვას) თირკმლის ნეფრონების დისტალურ გორგლებში - იქ, სადაც ხდება სრულფასოვანი (1010-1015 ხვედრითი წონის მქონე) შარდის გამოყოფა. უშაქრო დიაბეტი გვხვდება როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში, ნებისმიერ ასაკში, უპირატესად - 20-დან 40 წლამდე. იწყება უეცრად, მწვავედ, დამახასიათებელი სიმპტომები კი მოგვიანებით იჩენს თავს. მიმდინარეობს ქრონიკულად.