lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
эксгибиционизм
ექსჰიბიციონიზმი წარმოადგენს არასქესობრივი ურთიერთობის ვითარებაში სქესობრივი კმაყოფილების მიღწევას საპირისპირო სქესის წარმომადგენლისთვის გენიტალიების დემონსტრაციის გზით. სექსოპათოლოგები ექსჰიბიციონიზმს (სასქესო ორგანოების დემონსტრირებას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში) მძიმე სექსუალურ გადახრად არ მიიჩნევენ. ის მძიმე პათოლოგიად მაშინ განიხილება, როდესაც მამაკაცისთვის დაკმაყოფილების ერთადერთ გზას წარმოადგენს. მკურნალობის თანამედროვე მეთოდების მეშვეობით შესაძლებელია ადამიანის სქესობრივი ქმედებების  მართვა, მასტურბაციული აქტიურობისა და მასთან დაკავშირებული სექსუალური ფანტაზიების მოთოკვა. მკურნალობის შედეგად დაავადებულს უქრება ექსჰიბიციონური ქცევის მოთხოვნილება. წესისამებრ, ასეთი შედეგი მიიღწევა მამაკაცის სასქესო ჰორმონების ბლოკირებითა და ფსიქოთერაპიით, მაგრამ არ არის გამორიცხული რეციდივი. მეტიც - რეციდივის ალბათობა მაღალია. ამიტომ მხოლოდ მკურნალობის კურსი საკმარისი არ არის. აუცილებელია სარეაბილიტაციო ღონისძიებებიც.