lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
инфаркт миокарда
მიოკარდიუმის ინფარქტი წარმოადგენს გულის იშემიური დაავადების ერთ-ერთ კლინიკურ გამოვლინებას და გულისხმობს გულის კუნთის ლოკალურ, შემოფარგლულ იშემიურ ნეკროზს. ვითარდება ჟანგბადზე გულის კუნთის მოთხოვნილებასა და მის მიწოდებას შორის ხანგრძლივი მწვავე დისბალანსის შედეგად. მიოკარდიუმის ინფარქტი განვითარებულ ქვეყნებში უფრო მეტად არის გავრცელებული, რაც განპირობებულია ადინამიით, მაღალკალორიული, ქოლესტერინით მდიდარი საკვებით და ნერვული სტრესით. ინფარქტი უმთავრესად 48-50 წლის ადამიანებს ემართებათ, თუმცა უფრო ადრეულ ასაკშიც გვხვდება. მეტისმეტად ახალგაზრდა ასაკში ინფარქტის განვითარებას გენეტიკური ფაქტორები და სისხლძარღვთა თანდაყოლილი ანომალია განაპირობებს. დადგენილია, რომ 60 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მიოკარდიუმის ინფარქტი მამაკაცებს 4-ჯერ უფრო ხშირად ემართებათ, ვიდრე ქალებს. ასაკის მატებასთან ერთად ეს თანაფარდობა იცვლება, ხოლო 70 წლის შემდეგ პათოლოგიის გავრცელება ორივე სქესის პირებს შორის თანაბარია. მიოკარდიუმის ინფარქტის მიზეზი უმეტესად ათეროსკლეროზია. მისი სხვა რისკფაქტორებიდან აღსანიშნავია: