lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
карцинома поджелудочной железы
პანკრეასის კიბო ონკოდაავადებების იშვიათი (2-3%) ფორმაა. იგი გაცილებით ხშირად ემართებათ მამაკაცებს, უმთავრესად - 50 წლის შემდეგ. დაავადების განვითარების რისკი 30 წლიდანვე არსებობს, ხოლო პიკს 70 წლის ასაკში აღწევს. სიმსივნე უმეტესად (ასიდან 75 შემთხვევაში) პანკრეასის თავში მდებარეობს. უფრო იშვიათად ზიანდება მისი სხეული და კუდი. პანკრეასის სიმსივნეს მეტწილად (ასიდან 95 შემთხვევაში) აქვს ადენოკარცინომური შენება. კიბოსწინარე მდგომარეობებია ქრონიკული პანკრეატიტი, კისტა და კუჭქვეშა ჯირკვლის კეთილთვისებიანი სიმსივნე. პანკრეასის კიბო შესაძლოა უკავშირდებოდეს თამბაქოს მოხმარებას, შაქრიან დიაბეტს, აზბესტის ზემოქმედებას. კარცინომის განვითარების რისკი საგრძნობლად მეტი აქვთ პანკრეატიტის მემკვიდრეობითი ფორმებით დაავადებულ ადამიანებს.