lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
рак шитовидной железы
ფარისებრი ჯირკვლის კიბო ავთვისებიანი სიმსივნის გავრცელებულ ფორმად ვერ ჩაითვლება, თუმცა ბოლო ხანს ის რამდენადმე გახშირდა, განსაკუთრებით - ბავშვთა ასაკში. ფარისებრი ჯირკვლის კიბოთი უფრო მეტად მოხუცები ავადდებიან. 40 წელს გადაცილებულ ადამიანებს შორის კიბოს კვანძების რეგისტრირების სიხშირე ყოველი ათი წლის შემდეგ 10%-ით იმატებს. ფარისებრი ჯირკვლის კეთილთვისებიანი კვანძები და კიბო უმთავრესად ქალებს უვითარდებათ, კვანძის გაავთვისებიანება კი უფრო მამაკაცებს შორის შეიმჩნევა. ფარისებრი ჯირკვლის ზოგიერთი კარცინომა მემკვიდრეობითი ბუნებისაა. დაავადებულთა უმრავლესობას კიბოს განვითარებამდე აღენიშნება ფარისებრი ჯირკვლის კეთილთვისებიანი წარმონაქმნები (ჩიყვი, ადენომა, პროლიფერაციული ცისტადენომა). კიბო უფრო ხშირად აღირიცხება გავრცელებული ენდემური ჩიყვის გავრცელების რაიონებში. გაავთვისებიანებისკენ განსაკუთრებული მიდრეკილება აქვს პროლიფერაციულ პაპილარულ ცისტადენომას. ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე შენების მიხედვით მეტად ვარიაბილურია. ავთვისებიანობის ხარისხის მიხედვით გამოყოფენ სიმსივნეთა სამ ჯგუფს. ნაკლებად ავთვისებიანი ანუ პოტენციურად ავთვისებიანია პაპილარული ცისტადენომა, რომელსაც, მიუხედავად კეთილთვისებიანი შენებისა, აქვს მიდრეკილება განმეორებითი რეციდივებისა და სისხლძარღვებში ჩაზრდისკენ. მისი გაავთვისებიანების შემთხვევაში ყალიბდება პაპილარული ადენოკარცინომა და ავთვისებიანი ადენომა, რომლებსაც საშუალო ხარისხის ავთვისებიანი სიმსივნეების ჯგუფს მიაკუთვნებენ. უკანასკნელ ჯგუფში შედის ფარისებრი ჯგუფის სხვადასხვა შენების სარკომა, მათ შორის - ლიმფოსარკომაც.