lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
коньюнктивит
კონიუნქტივიტი თვალის ლორწოვანი გარსის ანთებაა. ის შეიძლება გამოიწვიოს მიკრობმა, ვირუსმა, ალერგიამ, თვალის ტრავმამ, დამწვრობამ, უცხო სხეულმა და სხვა. მიზეზის კვალობაზე, განასხვავებენ კონიუნქტივიტის ბაქტერიულ, ვირუსულ და ალერგიულ ფორმებს. ბაქტერიული ფორმის დროს, წესისამებრ, ინფიცირდება ორივე თვალი. ანთებას თან სდევს უხვი ლორწოვანი გამონადენი. ვირუსული ფორმის დროს უმეტესად ცალი თვალი ავადდება. თან სდევს ცრემლდენა და გამონადენი. დაავადების ორივე ფორმა გადამდებია- გადაეცემა როგორც მეორე თვალს, ასევე სხვა ადამიანსაც ავადმყოფთან კონტაქტის დროს. ხშირად კონიუნქტივიტი ალერგიული რეაქციის შედეგია. ალერგენის როლი შესაძლოა შეასრულოს ყვავილის მტვერმა, სუნმა. ალერგიული კონიუნქტივიტი ვლინდება ქუთუთოების შეწითლებით, ძლიერი ქავილით და გამონადენით.