lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
бронхи
(მრავლ.)  - უმაღლესი ხერხემლიანებისა და ადამიანის სასულის, ანუ ტრაქეის ტოტები. ადამიანის ტრაქეა გულმკერდის მე-5 მალის დონეზე იყოფა მარჯვენა და მარცხენა მთვარ ბრონქად. თითოეული მათგანი შედის სათანადო ფილტვში და იყოფა წვრილ ბრონქებად, წვრილი ბრონქები - მიკროსკოპულად მცირე ბრონქიოლებად, რომლებიც ფილტვის ალვეოლებით თავდებიან. ბრონქებს სისხლით ამარაგებს გულმკერდის აორტის ტოტები - ბრონქული არტერიები. ხოლო ინერვაცია ხორციელდება ცდომილი და სიმპათიკური ნერვების ტოტებით.