lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
гастрит
[ბერძნ. gaster(ნათ.gastros) კუჭი, -itis ანთება] - კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება. არსებობს გასტრიტი მწვავე დაქრონიკული, კეროვანი და დიფუზიური, მომატებული ან დაქვეითებული მჭავიანობით, ატროფიული, ჰიპერტროფიული, ეროზიული და პოლიპური. მწვავე გასტრიტი იწყება მძაფრად: და მახასიათებელია უსიამოვნო შეგრძნება გულის კოვზთან, უმადობა, გულისრევა, ღებინება (ზოგჯერ ნაღვლით ან ლორწოთი), რაც დროებით ამსუბუქებს მდგომარეობას. ხშირად აღინიშნება გაძლიერებულიწყურვილი, შემცივნება, ხველება. დაავადება 3-5 დღე გრძელდება და უფრო ხშირად გამოჯანსაღებით მთავრდება. ქრონიკულ გასტრიტს იწვევს მწვავე გასტრიტის ხშირი განმეორება, შინაგან ორგანოთა სხვადასხვა დაავადება, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, პერიფერიასთან დაკავშირებული ამვნე პირობები, ზოგიერთი წამლის ხანგრძლივი მიღება და სხვ. ქრონიკულ გასტრიტს უფრო ხშირად ახასიათებს ლორწოვანას ზედაპირული ანთება, რაც ბოლოს და ბოლოს მის ატროფიას იწვევს.