lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
гранулоциты
(მრავლ.), [ლათ. granulum(კნინ.) პატარა მარცვალი, ბერძნ. kytos უჯრედი] - მარცვლოვანი ლეიკოციტები, სისხლის თეთრი უჯრედები, რომელთა ციტოპლაზმა სპეციფიკურ მარცვლებს - გრანულებს შეიცავს. მარცვლების შეფერვის უნარის მიხედვით გრანულოციტებს ყოფენ ეოზინოფილებად, ბაზოფილებად და ნეიტროფილებად. გრანულოციტებს ფაგოციტოზის უნარი აქვთ. შეუძლიათ ამებისებურად გადავიდნენ შემაერთებელ ქსოვილში და ანთებით პროცესში მიიღონ მონაწილეობა. წარმოიქმნებიან ძვლის ტვინში.