lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
десенсибилизация
(ლათ. de- უარყ. ნაწ., sensibilis გრძნობიერი) - ორგანიზმის მომეტებული მგრძნობელობის (სენსიბილიზაციის) დაქვეითება ან მოსპობა მისთვის უცხო, უმეტესად ცილოვანი ბუნების ნივთიერების განმეორებით შეყვანისას. უცხო ცილის შეყვანის დროს ორგანიზმში წარმოიქმნება სპეციფიკური ნივთიერებანი–ანტისხეულები. ცილის განმეორებითი შეყვანისას ანტისხეულებთან მისმა ურთიერთქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია. დენსიბილიზაციის უნარი აქვს გოგირდის პრეპარატებს, ალოეს, ანტიჰისტამინურ საშუალებებს და სხვ.